ღმერთო ღმერთო
ცრემლის ცხარე ნაკადული, გულში სევდა ჩაქარგული, უიმედო სიყვარული – არ მშორდება, სულ თან დამდევს... სულის ლტოლვა სწრაფად ქრება, ჩემი ვარდი ნორჩათ ჭკნება... ვაგლახ!... რაღა მესველება? ვინ მომისპობს მწამლავ დარდებს... ბედო რისთვის გამაწამე? გული ვერსად დავიამე... ირგვლივ მეფობს ბნელი ღამე, - არსად მოჩანს შუქი მზისა... ძილი ეტრფის ჩემს ქვეყანას – და სიკვდილიც გალობს ნანას... ხელთ უპყრია შავ სატანას საიდუმლო სიცოცხლისა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი