კონსტანტინე ბალმონტს
წითელი რაშებით მზის სხივი დღეს მოდის, დღეს მსურს მას ესმოდეს: გულში სიხარულის ხმაა დაფარული, ბალტონს ჩვენი ვარდი, ბალტონს ჩვენი ქება, ჩვენი სიყვარული. დაუდგათ ფერიებს დილა სიცილისა: ყვავილი დილისა მომღერალს მიართვეს ნამით დაცვარული, მგოსანს უგალობეს: შენ ჩვენი სინაზე, ჩვენი სიყვარული. მგოსანმა ძლიერის ჰანგებით ადიდა შოთა და თამარი. დღეს ის ჩვენთან არი, დღეს ჩვენთან სხივოსნობს მზის მადიდებელი, ცეცხლის მოხარული. მას ჩვენი ოცნება, ჩვენი ნეტარება, ჩვენი სიყვარული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი