სონეტი
მაგ თვალთა ცქერას უხარია მწველი სახე მზის, შენ გსურს იწამო გრძნეულ სიტყვის მეფური ძალა.. მძინარ მიდამოს მწუხრის ჩადრი ჩამოეცალა და გაჩნდა მხარე გამარჯვების და განახლების. ლალის კოშკები, სიდიადე ზღაპრულ სახლების, რაც გვაწამებდა, ყველაფერი მზემ გამოცვალა! შენ უცნაურის სამსახური აიღე ვალიდ და მეც მომესმა ხმა ძვირფასი, ხმა შეთანხმების. ოცნებით სცხოვრობ, ოცნებაში შენი ძმა ვარ მე, მიჰქრი უშიშრად მოყვარული ღამის მხედარი. გაგიჟებულ ფიქრს ოქროს სიტყვით ხიბლავს მალარმე, არ არის შენთვის გზა ბნელი და გაუბედარი, ატაცებულ სულს სურს, მგოსანო, მარად იქროლო... ჩემი სონეტი, შენ,-ძვირფასო ძმაო და ტოლო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი