სტიროდნენ
სტიროდნენ ერთად ჭიანურები და სალამური ტკბილი ხმიანი; სულს შეცდომისთვის ნუ ემდურები, თუ გრძნობა იპყრობს მას ვნებიანი. ვნახე ტოლები ცეკვით მთვრალები უვლიდნენ წრესა ლამაზის რხევით; _ ‘შენ მართლა გიყვარს ჩემი თვალები?” _ “მე შენ მიყვარხარ”. _ “ ო! სთქვი გარკვევით!” ბაგენი ლალის, მღერდნენ სიმთვრალეს, პასუხი ალის ისმოდა ნელი. “ჩვენ დავიღალეთ”, _ “ჩვენ დიდხანს გელით” “შენ სედან მოხვალ?” _ “შორეულ ველით” “ო! მსურხარ ძლიერ! მსურს კოცნა მწველი!” და იყო კოცნა! თავს ივიწყებდნენ, როგორც ფოთოლნი მთვარის დროს ქარში. ხმები, ვით გველნი, ხვევნას იწყებდნენ.. მე ვგრძნობ შვენებას.. ვცხოვრობ სიზმარში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი