ასო ლასი როიალზე
ლეილას თვალები ელავენ ბნელიდან. დედოფალს ახლავან მხევალნი მცველებად; ყვავილიც მწველია ლეილას ხელიდან. დალალნი დაშლილან მღელვარე გველებად. ასული მწველია ძველი სურნელებით, დედოფლის ალერსი გრძელია, ძნელია; ლეილა ლოცულობს დაღალულ ხელებით, ქალები გალობით ალიონს ელიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი