საკუთარ თავს
დაჯექ, დაწერე, დახატე, რითაც ცხოვრება ივსება, მიეც დამშეულ ქაღალდებს საშვილიშვილო თვისება. გარეშე საქმეს გადარჩი, მან ხალხი გააგულისა, გასინჯე ცეცხლის ღადარში სიმაგრე ლექსად თქმულისა, ვერ ვნახო სიტყვის გარეშე სხვა მოწოდება მაღალი, ჰანგებით იანგარიშე ცხოვრების აყალმაყალი. სიტყვა ტოლია ისართა, მიზანში მოეკიდება, დაწერე როგორ იზარდა ჩვენი თაობის დიდება. როგორ უშენდა სიმარდით ლიახვს გამართულ ანკესებს, როგორ აივსო სიმართლით ღარიბ ოჯახის ჰანგებზე. დაწერე მტერთა ბანაკზე და სიხარულზე მიწისა, ანდა პოემა განაგრძე დახვრეტილ ჯაფარიძისა. უნდა თქვა ხმა საკახეთო, მისი ველები გელიან, ან ახალ თვალით გახედო მურძაყან დადეშქელიანს. რად იყო დასატანჯავი დიდი წოდების პატრონი, რისთვის გააპო ხანჯალით რუსეთის გუბერნატორი. დაჯექ, დაწერე, დახატე შენთვის ულუფად ნაწერი, ახალ თქმულებად გახადე ამბავი სააკაძესი. შემომაცქერდა, გული აძგერდა, როგორც ასკერთა ბრძოლაში მიწა, შებრუნდა, როგორც თევზი ფაცერთან, და მოშრიალე ჭილობზე მიწვა. რა მექნა განა? მთელი ქვეკანა ულხინეს ნანას წარმოადგენდა... და გადავსძახე მძინარე ბანაკს ამხანაგებო! უკვე გათენდა! თუ ცისარტყელას ფერადი ხონჩა არის მშვენება ზეცის კამარის, მის საპასუხოდ ყოველდღე მოჩანს რიონის წელზედ რკინის ქამარი. არა, არ ჰგავხარ მარტო ქუთაისს, ხარ რაც მინახავს იმაზე მეტი, ძველს, შავი ზღვიდან მოშვერილ დაისს შენ შეაგებე სინათლის სვეტი. არ ჰგევხარ ჩემი ბავშობის ქალაქს, ხარ უფრო მთელი და ჭიშკრიანი, შენს შესანიშნავ ხავერდის ბალახს ესმის ათასჯერ მეტი შრიალი. შეგეხარების შენი ნაზარდი და შენთვის ასეთ სურვილებს ვეძებ: რომ აბრეშუმით სასვსე ბაზარი გადაშლილიყოს მწყალობელ მზეზე. რომ შენი მწვანე ფოთლების ჟღერა ვიცოდე-მხოლოდ ჩიტებით ვერ ძლებს, რომ დიდის გულით თქმული სიმღერა არ დაეძებდეს მოოქრულ ვერძებს. რომ დაემატოს აგურს აგური, ფიცარს ფიცარი მისდევდეს ლარში, და რომ გუგუნი ამხანაგური რიონის წყალმა ჩაზიდოს ზღვაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი