ეჰ, ძვირფასო გზებო ..
ვუცქერ უცნობ და თანაც ნაცნობ ქალს უკვე ბებერს, - პირველ სიყვარულს და პირველ ვნებებს, მრავალზე მრავალ წლების იქით უხმოდ შთენილებს. ღელვების ღელეს შუბლ-ლოყებზე ჩამორბენილებს, საით ვიარეთ, სად მოვედით, რაღაა აწი? - თვალებით თვალებს ვეკითხებით ქალი და კაცი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი