ამინ
ჯანსუღ ჩარკვიანს ერთად ვართ, ერთად ჭირსა თუ ლხინში, გრძნობით, მიზნებით და ძმობის ნიშნით, ასეთი რწმენის ყვავილებს გიშლით, კარგ პოეტს, კარგ ბიჭს, კარგ მამულიშვილს. ამ შფოთის დროში, ბოროტთან ომში, ერთი იმედის სინათლით ვიშვით, ვერვინ დაჩაგრავს საქართველოში კარგ პოეტს, კარგ ბიჭს, კარგ მამულიშვილს. სიკეთისათვის თავის განწირვა, არსად, არაფრის წინაშე შიში, აი, ეს შვენის გარეთაც, შინაც კარგ პოეტს, კარგ ბიჭს, კარგ მამულიშვილს. მაღლდება სახლი მოძმის შემოსვლით, მოკვდეს მოსურნე ჩვენი გათიშვის, ამინ! _ გეცოცხლოს საქართველოსთვის, კარგ პოეტს, კარგ ბიჭს, კარგ მამულიშვილს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი