ანზორ ერქომაიშვილს
"ქართული ხმების დიდ პატრონს", _ ამფრად წიგნს წავაწერე, შენ რომ გიძღვენი, რასაც ეძებდი, იცოდი კარგად, მიტომ მონახე ჰანგი ძირძველი. დიდებულია, ბერი სიმღერის ხმათა ხელახლა ახმიანება, როცა წარსულის სულის სიცხელით თვით სიხარულიც ნაღვლიანდება. შენ გრძნობ, _ ვერ მოკლა ჰანგი ჯალათმა, ხმა დავიწყებას მაგრად ეომა, მიტომ სიმღერამ ისევ წაართვა იმ გრძელ ტყვეობას ჩემი მეობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი