ანთიმოზ ივერიელი
_ დიდი რუმინელი? _ დიდი ქართველი? _ დიდი კაცი! სიტყვა _ ულეველი, აზრი _ მმართველი, მადლი, ღვაწლი. დღეს მე შენ გიცქერ, ანთიმოზ, `ანტიმ~ (შინაურულად იქნებ _ ანდრია), დღეს გამისხივე მე გულის სანთლით საწუთისოფლოს რაც მინატრია. აი, შენ გიცქერ, ამ ტაძრის კედელს ამაღლებს შენი შუბლის ნათელი, რუმინელისთვის მისი ხარ, _ წმიდა, ჩემთვის ჩემი ხარ, _ ბრძენი ქართველი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი