არ ამიხსნია..


მე ლექსისათვის სიყვარული არ ამიხსნია,
ის თვით მოვიდა, ჩემში თავის სარჩო ეძია,
ბედის აკვანი უნდა მისი სუნთქვით მერწია,
ფიქრით მეცქირა იქით, კარჩხლის თავს რომ ნისლია.

რაც რომ მეგონა ჩემი იყო, თურმე მისია,
ის ჩემი აზრის ასაკია და თვალ-ყურია,
არ მაკისრია ამ ყოფაში სხვა რამ მისია,
თუ არა ის, რაც დედა-სიტყვის სამსახურია.

მეგობრის ყოლა და ოჯახი მყუდრო მიყვარდა
და რაც მიყვარდა, თავი ჩემი მასთან მიმყავდა,
ბევრი მინდოდა, ცოტა ვპოვე, მაგრამ ერთ პოეტს

მეც მეძახოდნენ, რაც ყოველთვის მერჩია ყოველს
და მივალ ისევ, თან ამ მიწის მიმდევს დარდები,
მიწის, რომელსაც ბოლო-ბოლო მეც ჩავბარდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი