ასე ღარიბი ქვეყანა?
მდიდარი მიწა-წყალი და ასე ღარიბი ქვეყანა?! ღმერთმა ამ ჭკუა-მარიფათს ეს ბედი რატომ შეყარა? წავალ, მოვივლი გადაღმეთს, მოვალ და შემეცოდება მიწა, რომელიც გალახეს და მიამგვანეს გოდებას. შენ, მარჩენალო მარჯვენავ, დასახარჯავო ძალ-ღონევ, მამული მოგცა გამჩენმა, იმარჯვე, ნუ დააღონებ. სოფ. მარტყოფი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი