აჭარა ჩემი ფიქრის სარდალი..
აჭარა ჩემი ფიქრის სარდალი, აჭარა ჩემი გული და სული, ასჯერ დასჯილი, ასჯერ მართალი, ჩემი აწმყოა, ჩემი წარსული. პატივ-წოდებას ყველას გავდენი, ეს კი ყოველჟამს მქონდეს, მეყოფა, აჭარის შვილი, ერთი ქართველი! _ მიჯობს ყოველგვარ თანამდებობას. ოდეს დავწვები, დროც დამიჯერებს, მეტყვის, _ მამულში ძილიც ტკბილია, ხეები ფოთლებს დამაბიჯებენ და ქარიშხლები გადამივლიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი