აჭარის ლურჯი ნაპირი..
ფოკა ცქვიტინიძისადმი აჭარის ლურჯი ნაპირი ახალმა სხივმა გაკვალა, წიგნით მოხვედი გამზრდელი, სინათლე დადგი აკვანად. კეთილო მასწავლებელო, რა სიტყვაც დაგითესია, დღეს ფიქრად ამობიბინდა, ის ჩვენი ხმა და ლექსია. ამაგი არ იკარგება, შენ მარად ჩვენთან დარჩები, მხურვალე, როგორც ღადარი, მაგარი, როგორც მარჯვენი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი