ახლა, როდესაც საღამო ჟამის..


ახლა, როდესაც საღამო ჟამის
მეხვევა ქარი გრილი და ჩუმი,
რად მეკარგება მე ჩემი თავი,
რად მენატრება შენთან ჩურჩული?
ახლა იწყება იმ დასასრულის
და განშორების წყეული მწუხრი,
რომელსაც, რადგან შენ გელის გული,
თავს აღარ ვუხრი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი