ბრუნდებიან სახელები
მკვდრეთით, შორზე შორეთიდან, უსაშველო ომებიდან, _ შინაური ომებიდან, განა თვალებახელილნი?! _ ბრუნდებიან სახელები, დაბორკილი სახელები, დაკარგული სახელები, დახვრეტილი სახელები. წაქცეული, მტვრადქცეული, დაცხრილული, დაღვარული, გალახული, დაღალული ბრუნდებიან სახელები _ სახლებში და სახეებში სათქმელში და საქმეებში, თვით სიკვდილშიც თავის სინდისს დაეძებენ აღელვებით. ბრუნდებიან სახელები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი