გალაკტიონის ხიდი
ხიდის სახელის სიდიდე შვენის გამოღმეთ-გაღმეთი, იდინე, მტკვარო, იდინე, _ ლექსებმა შენაც გაღმერთეს. ხიდს ახსოვს მისი ფეხის ხმა, ვინც სულ გვჭირია ხიდივით, მთვარე მთაწმინდამ შეისვა, ტივი მის რითმებს მისტირის. ო, ხიდო, ალბათ, შენც ღელვა-თრთოლვით ხვდები, რა მადლის ყოფილა ენა, რომელიც იტყვის, _ `იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა~.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი