განგაში, ჟამთადენა რომ ლამობს..
განგაში, ჟამთადენა რომ ლამობს, აწვება ყოფნას, როგორც წამება, იმ მოსალოდნელ სიკვდილის გამო, რომელსაც კაცი არ ენანება. დგახარ თუ მიხვალ, სულ თავთან დავობ, ჩურჩულებ მთებთან, გზებთან, ყანებთან, იმ მოსალოდნელ სიკვდილის გამო, რასაც არავინ არ ენანება. შენ არ წუწუნებ: _ თავო და თავო, შენ გებრალება კაცი თავნება, იმ მოსალოდნელ სიკვდილის გამო, რასაც არავინ არ ენანება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი