გვანცას კლდეები


გვანცას კლდეებო,
რა დღე და მზე ხართ,
ამას ჩემ მეტი ვერვინ მიხვდება,
შენს ქარაფებზე ეს ჩემი მზერა
ისევ ბალღურად დაეხეტება.
მინდა ამოსვლა, შენი წყაროთი
ბაგის დალბობა, შუბლის მობანვა,
ვნახო, კლდეში რომ წყალი ამოდის,
ამბობს თუ არა, რასაც ამბობდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი