გველის გაფრენა


მამაჩემს ვახლდი,
ბალღურმა მზერამ
დაიმახსოვრა_ თაკარა მზეა,
ციცაბოებზე სიცხე იღვრება,
უცებ, ღარდებში გველმა იელვა,
ბილიკი, თითქოს მუნჯის სიმღერა
უხსენებელის ქვეშ იკლაკნება.

ჩვენით ავდება, კუდზე დადგება,
შიშს სილამაზედ გვიტოვებს ორწილს
და ვით უფსკრულზე თოკის გაქნევა,
ტიალ სივრცეში თავს გაიტყორცნის.

ხეობა ღრმაა, ცა _ უმაღლესი,
არეს გახაზავს ცივი ნათება,
რა მოხდა მაშინ? ახლაც არ მესმის,
არც მავიწყდება, არც მენატრება.

ო, დღეის მზეო! ზოგს შენზე ზემო
ჰგონია ზეობს (ცოდვა გაბევრდა),
შენც, ნაღვლიანო სინათლევ ჩემო,
უყურებ ალბათ გველის გაფრენას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი