გიორგი ლეონიძეს


როცა ძალიან დაგიახლოვდი,
ასე ძალიან შორს რად წახველი?
როგორც შატბერდის კედელში ლოდი,
მაგარი არის შენი სახელი.
მზით დატენილი სიტყვები ჰქუხან,
პატარძეულში ვხედავ შენს გორას
და გონიოში იგონებს მუხა
ციხესთან ქვითინს და ზღვასთან დგომას.
მარადიდს ზარავს ბუხბუხი შენი _
"იქნება გაღმელ ძმასაც ეშველოს..."
შენ რომ მომეცი, აი იმ რწმენით
ვემსახურები მე საქართველოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი