გოგლაური
სადღეგრძელო _ გოგლაური დაგვიტოვა ლეონიძემ, გვითხრა: ახლა და ყოველთვის, სამარეშიც მე რომ ვიწვე, საქართველოს ახალშობილ შვილს ლოცავდეთ გოგლაურად, ეს იცოდეს ჩვენში ყველამ, სტუმარმაც და მოგზაურმაც. საქართველოს ახალშობილთ კვლავ დავლოცავთ გოგლაურად, პაპა იტყვის: ძირო-ჩვილო, სიტყვას ფარად მოგაბურავ, იზრდებოდე, პატრონობდე, ამ ბარსა და მთის წვეროებს, შენი აკვნის დარწევაზე, დედამიწა ირწეოდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი