გოდერძი
მხარზე ჰკიდია გოდერძის ქედს ჭრელი ხურჯინი, იქით მესხეთი მშვენიერი, აქეთ აჭარა. ძლივს სულდათქმულან მთები ჩემი, ბედს არ ვუჩივით, ხიხან-ზარზმასთან დუშმანები რომ აღარ ჩანან. ვარ მთაგრეხილზე და ყიშლაღებს ვუცქერ მუნჯივით, მესხეთ-აჭარა ქედს უხდება, როგორც ხურჯინი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი