დაკეცილი დროშა
ჩემი დღეებიც დაკეცილა, როგორც დროშები, უფრო მაწვება ჯავრი ქვეყნის და სახლ-კარისა, რომელ ავდარში ნეტავ კიდევ გავითოშები? ან სად გამათბობს ჩახუტება დროშის ტარისა? მწუხრით მწუხრამდე, რიჟრაჟიდან გარიჟრაჟამდე ნდობას, მშვიდობას, ძმობას, ტრფობას მინდა ვკაჟავდე; ცაო, ნათელო, არ გვიმუხთლო, აღარ გაშავდე. ვინ იცის, დროშა დაკეცილი რას ელოდება, წითელი, როგორც ალიონი ივნისის თვეში, აბრეშუმია, თუ დამუჭავ, სულ ერთი პეშვი, მაგრამ თუ გაშლი, ქარებს ცეცხლად წაეკიდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი