დაუვიწყარ გზებით დავალ..
დაუვიწყარ გზებით დავალ, და თუ ვიგრძენ თავი ავად, გული დამიამოს შენი სუნთქვით შეკაზმულმა ჰავამ. დამდევს ქარი, როგორც ბოღმა, მენატრება სიმყუდროვე, სიტყვა ტყვიასავით მომხვდა და კერია მივატოვე. მე მეგონა შემინდობდა ძმა, სიკეთით ჩემით მთვრალი, მაგრამ ისევ შური, მტრობა იყო მისი სამართალი. იქნებ არაფერსაც არ ცვლის, ვიქნები თუ არ ვიქნები... მაგრამ რადგან კაცი კაცით არის, უნდა დაფიქრება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი