დაუნდობელო, სიყვარული რად გამილახე..
დაუნდობელო, სიყვარული რად გამილახე? მე _ დატუქსული სოფლელი ბიჭი, გულის კუნჭულში ტკივილს ვინახავ და იმ საღამოს ხსენება მიჭირს. რად გამილახე სიყვარული, დაუნდობელო? ქარში დაფშვენი ჩემი მუდარა და სიყვარული გადამიღობე უსასტიკესად და სამუდამოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი