დე, ასე მოხდეს..


დე, ასე მოხდეს, _
დავიჩოქო მე შენ წინაშე,
მე _ დამნაშავემ შენი რისხვა დავიმსახურო
და ჩემი სიტყვით გამოხატულ
ცისფერ მირაჟებს
მწარე ცრემლებმა
ნისლის ფრთები გადაახუროს.
და შენი მზერა,
მზერა, როგორც ლაზერის სხივი,
სჭრიდეს ჩემ მიერ აშენებულ
სამყაროს სფეროს,
ის განთიადი მივამგვანო
საყვარელ ღიმილს
და მივეფერო, მივეფერო და მივეფერო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი