დღეის ბათუმი
როგორ არ ვუთხრა საყვარელ ქალაქს _ ქალაქო ვინ ფლობს შენნაირ ალაგს, შუა ზამთარში ყვავილი მოვა, აქ ერთდროულად წლის ოთხი დროა. შენ, ძველო კოლხო, მესხო, აჭარავ, შენი ქართული მზე აღარ ჩავა, თამარის ეშხო, კახაბრის ხმალო, უფრო ძლიერი იქნები ხვალე! იყავ, იცოცხლე, არ დაიღალო! სადაც ჭოროხის იწყება დენა, ქათქათა ქვებზე ჩქერების ხვევნა, ფოთლების ღელვად, ფრთოსნების სტვენად იბადებოდა ქართული ენა. რაც კი ხმაში და სიტყვაში ბორგავს, რაც ჟამთადენის ძირიდან მოგვაქვს, ის ცოცხალია, მიჰყვება, მიგვყავს დალოცვილია ქება არ უნდა; შენ დედაენა იმ დღიდან გიყვარს, ძარღვებში ცხლად რომ ასიარულდა. ამ წამოწყების მოგრთავს დიდება, შენზე თქვან: _ ოქრო და საწმისია, ბათუმი არა ქვეყნის კიდეა, ბათუმი _ ქვეყნის დასაწყისია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი