ენა მშობელი
რად ეშინიათ შენი ნეტავი, რატომ გბოჭავენ, რატომ გაბამენ? ენავ ქართულო, ჩვენო ანბანო, _ ჩემი სისხლის და სულის ამბავო?! ბევრნი გისმენენ თვალში კურცხალით, შენ მაინც იბრძვი და ამორძალობ, როგორ იქნება იყო ცოცხალი, მაგრამ ხელ-ფეხი ვერ ამოძრაო?! შემხვდი სტამბოლის, იზმითის, ბურსას კუთხე-კუნჭულში, _ ნაწყენი მდგმური. რა გაჭირვებით, რა მძიმედ სუნთქავს, შეწუხებული, უკვდავი გული!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი