ერთი სოფლის..


ერთი სოფლის,
ერთი კუთხის
მეხოტბე ვარ? _
არა, ამას ვერ დამწამებს
მე ვერავინ!
ვერ ვიცოცხლებ,
თუ არ ცოცხლობს
ჩემში რწმენა,
რომ ვარ მთელი საქართველოს
მომღერალი.
მიკვირს, _
სადღაც ჩემი კუთხის
ბედის გამო,
ხან ლაყბობენ,
ხან ტყუიან,
ხან ღელავენ.
ნუ ჰგონიათ,
მე მინდოდეს მეტი რამე,
ვიდრე ვიყო
საქართველოს მომღერალი.
მე ქართულმა
სიტყვამ მზარდა მშობელივით,
მე მისი ვარ,
ის ჩემია სამუდამოდ,
ჩემში მისი სხივი
მიტომ მოფენილა,
თავად მას რომ
ბედისწერა გავუდარო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი