ვინ წაიკითხავს


ვინ წაიკითხავს ამ ლექსს, ნეტავ,
ვინ წაიკითხავს?
როდესაც მიყვარს სიტყვას როდი
დავეძებ დიდხანს,
ვენდობი სიტყვას
რძიანს, ფრთიანს, ცვრიანს და მზიანს
და დროთა სუნთქვას,
სტრიქონში რომ ქარებად ქრიან,
როგორც მადანი, მართალია,
მაგრამ ღრმად არი
ეს ჩემი სიტყვა,
გულის ცეცხლში გადანახული.
მოვა მთესველი,
უფრო ნაღდი, უფრო მაღალი,
ფიქრის მინდორში ამწვანდება,
ტანჯვით დახნული.
და ისიც ჰკითხავს სიტყვას,
რასაც ტკივილი მიაქვს:
_ ვინ წაიკითხავს ამ ლექსს ნეტავ,
ვინ წაიკითხავს?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი