ვუმზერ: ზეცა ხან უსასრულოა..
ვუმზერ: ზეცა ხან უსასრულოა, ხან არის ხელის ერთი მოდება, ხანაც იქიდან შორი ჩურჩულით თითქოს ვიღაცა მიახლოვდება. ღელვით მოივლის ფიქრი პლანეტებს, სხივებს გააბამს, როგორც ობობა _ და მეამება იმ ვარსკვლავების შორი ალერსი და ნაცნობობა. ზოგჯერ, საღამოს დავჯდები ზღვასთან და ვაკვირდები მაღალ მნათობებს, ნეტავი ასე რად ციმციმებენ, ნეტავი ასე რას კამათობენ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი