ზამთრის სურათი
ძროხამ, ხანუმამ, ჩალის ღერი ჩაახრამუნა, ხბომ, დედიფერამ, ბოლქვი თივა სულ ჩაათავა, ცა კი თოვლს ბარდნის მონდომებით და საამურად, თითქოს ზამთარი ირთვებოდეს დასახატავად. ჩვენი თუნთული, ხან თავღია, ხან შეფუთული, ნადუღს ადუღებს, ნაკვერცხლებზე აფიცხებს მჭადებს, ჯეკა კი, ჩვენი, კუდცანცარა, წევს მოკუნტული, ჩიჩვირის ლოკვით აკვირდება რძით სავსე კარდლებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი