თამარის ხიდთან


აჭარისწყალი მოდის ვით მგზავრი,
წინ ეგებება თამარის ხიდი,
კლდეები, როგორც ქაჯეთის კარი,
შიგ _ ავთანდილის მოხრილი მშვილდი.

შეხვდება ხიდს და წამით შედგება,
სურს ძველ შვენებას მიაპყროს მზერა,
გაიმეოროს თამარის ქება
და მოისმინოს შოთას სიმღერა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი