თეთრი და მწვანე
პარმენ რურუას ცხოვრება მართლაც გვაქვს საოცარი: თეთრი და მწვანე ქუჩების წყება კალმახებივით ბრიალა ქარვის ლამპიონების ჩანჩქერში წვება. სახლები დგანან როგორც დენდები, შუშის ცისფერი ჩოხები შვენით, მე კი, მე ერთ ძველ სახლთან შევდგები და მაგონდება ამბავი შენი. ჩუმი ნაღველით, მაგრამ ყოველთვის წელგამართული, მოზიდულ მხრებით, ქუჩა და ზღვა რომ ერთმანეთს ერთვის, იქ შენ ბავშვური ღიმილით მხვდები. და სამდურავი გაქვს მუდამ ერთი, _ კვლავ სახურავში ჩამოდის წვეთი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი