თიანეთის გზაზე


                   რეზო ფაჩულიას
ასე გაიშვიათებულ კაიკაცის ფენომენის
დროს, ლოდინის სარკმელიდან
ვხედავ ფაჩულია რეზოს.
ავისმქმნელებს ზოგჯერ ერთად
იმნაირად ვეომებით,
რომ ყოველი უარესი
ისე ვეღარ უარესობს.

მაშინ, მე და ზღვა და მთები,
ერთმანეთით ისე ვთბებით,
რომ ჭოროხი, შავშეთ-ტბეთი,
ვისი გულით მტკივანეთი
მე ამქვეყნად ვიარები
და ეს, _ მირზას თიანეთი,
გიგაურის თიანეთი,
ზევით ფშავი, აგერ მცხეთის
სვეტიცხოვლის ძველი სვეტი,
თუნდაც _ სარფთან მინარეთი,
ცხელი, როგორც ცრემლის წვეთი,
არის სამშობლოზე მეტიც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი