თოვლი მთაში


უეცრად დიდი თოვლი მოვიდა,
არც ჩვენ ველოდით და არც ბუნება
და ყველაფერი თითქოს შეიპყრო
შიშმა, ნაღველმა და შეცბუნებამ.

ქარბუქი ფოთლებს ისე ედავა,
მეგონა ქრება მწვანის ხსენებაც,
დღეს ქალაქიდან ხელფეხდამტვრეულ
და მოკლულ ხეებს მიასვენებენ.

მზე სნეულივით ადგა ფერმკრთალი,
ხევში ზვავები წვანან მდუმარედ
და იცოხნიან მთაში ჩაყლაპულ
სახლებს, სხეულებს და სამდურავებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი