თოვლი ძევს თუ..
თოვლი ძევს თუ თეთრი წიგნი წასაკითხად მელოდება? რა ამაოდ ვიძახოდი, _ ყველაფერი მეორდება. ძევს ხანგრძლივი თოვლი მთებზე და ქუჩებშიც, _ გადაგვრია. მომავალი იმედები, _ ყვავილები სად არიან? ძლივსძლივობით ვიგერიეთ ქარბუქების შემოტევა. თოვლი ძევს თუ თეთრი წიგნი გადაშლილი მელოდება?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი