თუ ვერ ვამბობდი და თუ ვერ ვწერდი..
თუ ვერ ვამბობდი და თუ ვერ ვწერდი, მე დღეის დღეში რითი ვერიო? ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ არ იყოს ღმერთი, თორემ მტერს მარტო ვით მოვერიო? ვლოცავდი მუდამ წინაპართ ნალოცს, სამშობლოს ნაჭერს _ აჭარას, ჯვარცმულს, ჩვენს საყდრის ნანგრევს, ნამარნევს, კალოს, კაცს, სიყვარული ჩემი რომ არ სძულს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი