ია
მე მაგონდება ყრმობა, ტყე-ველი, როცა მოიფენს იებს სამოსად. "ია" _ ამ ორი მარცვლით შევძელი წიგნში პირველი სიტყვის ამოხსნა. როცა ნამიან კორდებს ავივლი და ორთქლს მომახვევს ყანა დამბალი, მგონია, მინდვრის თითო ყვავილი არის ბუნების თითო ანბანი. აქ გაზაფხული დგება პირსავსე, მე მოზეიმე ველებს გავცქერი და სიყვარულით მშობელ მიწაზე, აპრილს ვკითხულობ იით დაწერილს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი