ილია


რა საოცარი მზეა ილია,
სამშობლოსავით ვენდობი, მიყვარს.
იგი თან მახლდა, საცა მივლია,
როგორც სინათლით ავსილი სიტყვა.

რა დიდებული გზაა ილია, _
მივდივარ, წარსულს, მომავალს ვუმზერ.
მივდივარ, ჰავა ისე თბილია,
თითქოს გზა გადის სამშობლოს გულზე.

რა მშვენიერი ზღვაა ილია,
მისი მზიანი ზვირთობა ბათუმს
ოქროს ჩქერებად რომ მოფრქვევია,
მიტომ დღეს ქართულს
ვეძახით ქართულს.

და თუ მადლობა ეკუთვნის ვინმეს
ჩემი გულისა და ჩემი კუთხის,
ეკუთვნის იგი სიმართლეს პირველს,
ძმებო, ილიას იგი ეკუთვნის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი