იმ გულცივ დროში გულთბილობის თესლი..
ანტონ კელენჯერიძეს იმ გულცივ დროში გულთბილობის თესლი რომ თესე, მე _ იმ თესლიდან ამოზრდილი ერთი თავთავი, მზითა და ქარით მშობლიურით მწიფე, მართალი, ვდგავარ და ვიდებ ტკივილებზე საკუთარ ლექსებს. ამ ლექსებშია ჩემი ცრემლი და ჟრუანტელი, ჩემს კუთხესავით ხან სნეული, ხანაც ფუხარა, ჩემივე მთების ქარიშხლებში მდგარი მუხა ვარ, _ დარდებითა და იმედებით ზრდილი ქართველი. მე თქვენ გლოცავდით, გიგონებდით სიკეთის რაინდს, ჩემით ვიდოდი, მაგრამ თითქოს მომდევდით მაინც, როგორც წვიმით და მზით ავსილი თბილი ღრუბელი. რაც მადლი ვპოვე როდი ვტოვე, სული ვუბერე, რომ ყველა რწმენის ჩვენიანი მყავდეს კეთილად, საქართველოსთვის რომ მემღერა და თან მეტირა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი