ის, ვინაც მიყვარს, ისე შორსაა..
ის, ვინაც მიყვარს, ისე შორსაა, გზა და ლოდინი მართმევს ყველაფერს, ამდენმა ღელვამ გული მოშალა და მაინც მინდა, გული ღელავდეს. ცისარტყელებო, გადამატარეთ, _ მზიდეთ თამარის ლურჯო ხიდებო, ამ წუთისოფლის სიპატარავე, შენ, სიყვარულო, გამიდიდეო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი