ისრაელი
ჯემალ აჯიაშვილს ამ პატარა დიდმა ხალხმა, დღეს უდაბნოც ააბაღა. და გვეძახის ის მთა-ველი, ის წყალი და ის ჰაერი: _ მიტომ არის ისრაელი, რომ ვიცოდეთ, ვის რა ელის. ებრაელის შებრალების ოცდაექვსო საუკუნევ, საქართველოს იარებიც გაუკურნე, _ ვიცი _ მოწყალეა ღმერთი, თუ მზეს თავისუფალს ელტვი. მიტომ არის ისრაელი, რომ ვიცოდეთ, ვის რა ელის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი