კაპადოკიური ხილვანი
მე და ჯემალ აჯიაშვილმა ერთად მოვინახულეთ კაპადოკია კაპადოკია არ ჰგავს ლეგენდას, გაქვავებულა დრო საოცარი, წმინდა მღვიმეში მინდა შეხედვა, გაჩურჩულება ძველ სალოცავთან. ალბათ ანგელოზს უნდა ეცქირა ისეთი ჩანდა კაპადოკია, ჩამოიხარა ნისლი ზეციდან კლდეთა შუბლების ასალოკავად. გვითხრა: მძაფრ დროში აქ რომ მოხვედით, ჩემი დიდება თუმცა დაცლილა, აგივსებთ სულს და გულს სამოთხეთი, რადგან ივერთა მხარის კაცნი ხართ. კლდეში გუმბათებს ანთებს გალობა, მზე სანთელივით ქედებს ადნება, მალე ჯვრით ხელში ნინო გამოვა, საქართველოსკენ გზას დაადგება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი