ფრიდონ ხალვაში - ფოტო

ფრიდონ ხალვაში

პოეტი, პროზაიკოსი

0 54

კარგი არის, როცა..


კარგი არის, როცა
სიყვარული არის,
სიყვარული მთის და
სიყვარული ბარის,
სიყვარული წყალის,
სიყვარული დარის,
სიყვარული დღის და
სიყვარული ღამის,
დარუბანდის კარის
თუ წინაპრის კვალის,
სიყვარული ზარის,
სიყვარული ჯვარის,
ავდრისა თუ დარის,
ამ ცის, მზის და მთვარის,
ამდენ ქართულ თვალის,
ამდენ ცრემლის ღვარის,
კარგი არის,
როცა სიყვარული არის!
კომენტარები (0)