კახელებთან თქმული
გიორგი ნატროშვილს საქართველოს წარსული იყო მუდამ ასეთი: დუშმანს პირველ ხვდებოდა აჭარა და კახეთი. ქვეყნის პირველ ძახილზე სცემდა ბრძოლის ნაღარას, ორი გმირი ქართველი, _ კახეთი და აჭარა. _ საქართველო იქნება, მზე ქართული არ ჩავა! _ სისხლდაცლილნი იძახდნენ კახეთი და აჭარა. _ რა ვარამსაც ვზიდავდით, რა ჭირსაც ჩვენ ვიტანდით, _ ამბობს ტაო-კლარჯეთი, ამბობს ფერეიდანი. სხვა საშველი არ იყო, მტრის ხმლებს მკერდებს ვახევდით, ჩვენ _ კედლებად დამდგარნი, აჭარა და კახეთი! ძმებო, ქუხდეს მარადჟამს კახეთიც და აჭარაც: _ საქართველო იქნება, მზე ქართული არ ჩავა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი