კედელი
ნატყვიარები ამ ძელებზე იმგვარად არის, თითქოს კედელი იყოს ლოყა ნაყვავილარი. თუ შეგეკითხა პატარა შენი: _ რა არის, მამა ეს, ამიხსენი, _ ნურაფერს ეტყვი... ერთხელ ჩემთან შემოიარე, _ ახსოვს დედაჩემს: ერთ ღამეში თოფი გავარდა... ის მოგიყვება მგლოვიარე უცნობ ბალადას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი