კი, რელიგია სჭირდება, ვატყობ..
კი, რელიგია სჭირდება, ვატყობ, სულსაც, სხეულსაც, ნიჭსაც და ზნესაც. სჭირდება, ვინაც ხარობს ან დარდობს, სჭირდება სიბრძნეს, სიმღერას, კვნესას. ეჰ, ღმერთო ერთო, არა ეჭვ-ჭმუნვით, ისევ იმ ლოცვით, იმედით, თმენით, შენგან ბოძებულ სამშობლოს ვუვლი, დღეთა ღამებით, ღამეთა თევით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი