ლამაზი, როგორც მაისის დილა..
ლამაზი, როგორც მაისის დილა, გოგო ტყისპირებს ჩამოირბენდა, შემოიქნევდა ნაწნავებს წყვილად, დამიტოვებდა ღიმილს იმედად. დამიტოვებდა იმედად ღიმილს და ვიდექ ასე, სადმე ფიჭვებთან, თვალებში მედგა თვალები მისი და გახსენება გულზე მიჭერდა. მეთხოვა, აღმა იდენდა წყარო, დამიჯდებოდა ცერზე მიმინო, განათდებოდა ღამე უმთვარო, კარს გამიღებდა კლდე უღიმილო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი